რუსთავი-თბილისის ავტობანზე ერთმანეთს 3 ავრომობილი შეეჯახა [video]

2021-09-22 22:59:03

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ჰონდას", "მერსედესის" მარკისა და სმარტ ავტომობილები შეეჯახა. შეჯახების შედეგად, "ჰონდას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის დროს 4 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა დაშავებულები "ნიუ ჰოსპიტლისა" და "პინეოს" სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

"ნიუ ჰოსპიტალში" აცხადებენ, რომ მათთან შეყვანილი პაციენტს სამედიცინო კვლევები უტარდება და მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები