რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ზებრა გადასასვლელთან ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა შუა ხნის მამაკაცს გზა არ დაუთმო, რის გამოც მძღოლსა და ქვეითს შორის სიტყივიერი შელაპარაკება მოხდა, რაც შემდგომში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შემთხვევის დროს ფიზიკური დაზიანებები მიიღო შუა ხნის კაცმა, რის გამოც ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.
დაშავებულს მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.