21 წლის რუსთაველი, გიორგი ინანიშვილი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა, გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბიჭის ოჯახის წევრმა განუცხადა, ერთი წლის წინ მკურნალობის შემდეგ თურქეთიდან მიღებული პასუხებით გიორგის დაავადება დამარცხებული ჰქონდა, თუმცა მალევე რეციდივი განვითარდა და საჭირო გახდა ფეხის ამპუტაცია, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და დაავადება ფილტვში გადაუვიდა.
ბოლოს, ამ ზაფხულს საფრანგეთში იმყოფებოდა სამკურნალოდ, სადაც ქიმიები და დასხივებები გაუკეთეს, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა და ახალგაზრდა გარდაიცვალა.
"ინფო რუსთავის" მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის წევრებს.