რუსთავის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო

2022-10-23 17:35:30

რუსთავის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო.

მუნიციპალურ სამსახურს ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრს" ელექტრონული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომლისთვისაც 135 000 ლარი იყო გამოყოფილი.

როგორც ტენდერიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტის მოთხოვნა იყო: "საშობაო დეკორაცია, ფარდა უნდა იყოს არანაკლებ 3 მ * 3 მ, არანაკლებ 600 LED, არანაკლებ Ip65, 30 ჩამოშვებით, ჩამოშვების სიგრძე: 3.0 მ. დედალ-მამალი მრგვალი გადასაბმელით, 220 ვ, ჩამოშვებებს შორის დაშორება არაუმეტეს 10სმ, ნათურებს შორის დაშორება არაუმეტეს 15 სმ. კაბელის ფერი და მასალა - გამჭვირვალე PVC, კაბელის სისქე 2.5მმ , კვეთი 0.3მმ², IP 65 -არაციმციმა თბილი ნათებით 2700-3000K. რაოდენობა - 800 ცალი".

ტენდერში კომპანია "დანდიმ" გაიმარჯვა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები