რუსთავის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

2022-09-19 11:55:59

რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა, სააღმზრდელო პროცესს პირველ დღეს აღსაზრდელების საერთო რაოდენობის 70%-მდე ესწრებოდა.

ხუციშვილის თქმით, პანდემიის შემდეგ ეს დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სააღმზრდელო პროცესი წელს პირველად დაიწყო სარაჯიშვილის ქუჩაზე ახლად აშენებულ 44-ე ბაღში, რომელიც 150-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სააღმზრდელო პროცესი არ დაიწყო პირველ და მერვე ბაღში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები