საგარეჯოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული რუსთაველი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
28 წლის ქალი 6 დღის განმავლობაში, "ამტელ ჰოსპიტალში", რაენიამაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მარიამ დუგლაძე კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ავტომობილში ასევე იმყოფებოდა გარდაცვლილის გოგოს მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც მცირე დაზიანებები მიიღო. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის თავს კარგად გრძნობს.
აღნიშნული ავარიის დროს დაიღუპნენ გოგონას ბებია და ბაბუა.
შეგახსენებთ, 12 სექტემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და საპირისპიროდ მოძრავი ტრაილერი შეეჯახნენ. რუსთაველი ოჯახი მსუბუქი ავტომობილით სოფლიდან ქალაქში ბრუნდებოდა.