ავარიის დროს დაშავებული რუსთაველი ქალი გარდაიცვალა

2022-09-14 00:18:34

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული რუთაველი ქალი გარდაიცვალა. შუახნის ქალი კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსში" იყო მოთავსებული.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

"პაციენტს ყველა საჭირო და გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდა, თუმცა სასიცოცხლო ფუნქციები ვერ აღდგა, რადგან სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა", - აცხადებენ "ჯეო ჰოსპიტალსში".

მძიმე მდგომარეობაშია ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი პირი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც შვილთან ერთად თბილისში გადმოიყვანეს. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

შეგახსენებთ, კლინიკაში დაღუპული ქალის მეუღლე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალადაშავებულები კი მათი შვილიშვილი და შვილთაშვილი არიან. რუსთაველი ოჯახი სოფლიდან ქალაქში ბრუნდებოდა. ისინი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ტრაილერს შეეჯახნენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები