ავარიის დროს დაშავებული რუსთაველი ახალგაზრდა გარდაიცვალა

2021-09-18 22:56:01

საგარეჯოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული რუსთაველი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

28 წლის ქალი 6 დღის განმავლობაში, "ამტელ ჰოსპიტალში", რაენიამაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. გოგონა კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილი დარჩა

აღნიშნული ავარიის დროს დაიღუპნენ გოგონას ბებია და ბაბუა.

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და საპირისპიროდ მოძრავი ტრაილერი შეეჯახნენ. რუსთაველი ოჯახი მსუბუქი ავტომობილით სოფლიდან ქალაქში ბრუნდებოდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები