ავტობუსის გაჩერებაზე არასრულწლოვანს სცემეს

2026-10-23 20:37:14

თელავში, ავტობუსის გაჩერებაზე არასრულწლოვანს სცემდნენ.

გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, რომ თვითმხილველის თქმით, რამდენიმე თანატოლი ბიჭი არასრულწლოვანს სკამებთან სცემდა. მოქალაქე ამბობს, რომ ავტობუსიდან მოზარდებს გაშველებისკენ მოუწოდებდა, თუმცა ბიჭი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თავად ჩავიდა და ჩაერია.

„ბიჭი იყო არასრულწლოვანი, მაღალი აღნაგობის, დაახლოებით 13-15 წლის, პუტკუნა. სცემდნენ თანატოლი ბიჭები, ტიროდა. გავაშველე და ამის შემდეგ გაუშვეს. მან მეხუთე ნომერ ავტობუსზე ასვლა მოასწრო. ვერ გავიგე, ვინ იყო. მინდა, მშობლებამდე მიაღწიოს ამ ამბავმა“,- ამბობს მოქალაქე.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.