როგორია ავარიის დროს დაშავდბული რუსთაველი გოგოს მდგომარეობა

2022-09-14 19:32:42

საგარეჯოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა რუსთაველი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. ის საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსიდან" თბილისში, "ამტელ ჰოსპიტალშია" გადმოყვანილი.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა კი ძალიან მძიმედ ფადება.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა გოგონას ბებია და ბაბუა, მისმა მცირეწლოვანმა შვილმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ავარია სოფელ მანავში მოხდა. რუსთაველი ოჯახი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც საპირისპიროდ მოძრავ ტრაილერს შეეჯახნენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები