თბილისი რუსთავის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევაა. არსებული ინფორმაციით თბილისში, აეროპორტი-ლილოს გზის მონაკვეთზე 2 მსუბუქი ავტომობილი და 1 მიკროავტობუსი ერთმანეთს დაეჯახნენ. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები, ადგილზე საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მოძრაობა შეფერხებულია, რამაც საავტომობილო საცობი გამოიწვია.