რა შენდება მესხიშვილის ქუჩაზე და რატომ გადაიკეტა ტროტუარის ნაწილი (ფოტო).

2016-12-03 15:35:35

მესხიშვილის ქუჩის დასაწყისში მშენებლობის დასაწყებად კონკრეტული ტერიტორია შემოღობეს. "ინფო რუსთავს" ადგილობრივი მოსახლეობა დაუკავშირდა და გვთხოვეს გაგვერკვია რატომ იყო ტროტუარი ნახევრად გადაკეტილი. ადგილზე მისულებს მიწის მესაკუთრე და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი დაგვხვდა, რომელმაც გვითხრა რომ მიწა უკვე 18 წელია მის საკუთრებაშია, უცხოეთში იმყოფებოდა და ობიექტის აშენება ვერ მოახერხა. ტერიტორიაზე აშენდება ორ სართულიანი შენობა, რომელიც კომერციულ ფართებად გაქირავდება. ჩვენ კითხვაზე ხელი ხომ არ შეეშლება მოსახლეობას ტროტუარზე გადაადგილების დროს, ან ობიექტს ექნება თუ არა პარკინგი, მესაკუთრემ გვიპასუხა რომ - "ეს ტროტუარი რეალურად ჩემ მიწაზე გაკეთდა, მაგრამ მე ამაზე პრეტენზია არ მქონია, სამშენებლო სამუშაოების გამო მოგვიწია ტროტუარზე გადმოსვლა, თუმცა როდესაც შენობა ექსპლუატაციაში შევა ტროტუარით სარგებლობა ძველებულად შეეძლებათ ფეხითმოსიარულეებს. ასევე ჩვენივე ტერიტორიაზე გაკეთდება პარკინგი და სხვადასხვა ნარგავებით მოვახდენთ მიმდებარე პერიმეტრისს გამწვანებას." ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა ნოემბრის თვეში გასცა, სამუსაოების შემსრულებელი კომპანია ვარაუდობს რომ მშენებლობა 6 თვეში დასრულდება.