რუსთავში, სასტუმროს მიმდებარედ ფიზიკური დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ორ 40 წლამდე მამაკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორე ცივი იარაღით დაჭრა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, 40 წლის კაცი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის და მისი ჯანმრთელობა სტაბილურია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.