რუსთავის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ელექტრო ენერგია არ მიეწოდება მე-14 მიკრორაიონს, ლეონიძისა და შარტავას გამზირის ნაწილს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, დენი აბონენტებს ავარიულად გაეთიშათ და კომპანიის ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრისთვის უკვე მუშაობს.
მათი თქმით, ჯერ-ჯერობი უცნობია ზუსტი დრო, როდის აღდება ელექტრო ენერგია.