რუსთავში წყალმომარაგების აღდგენის დრომ 00:00 საათამდე გადაიწია.
როგორც "რუსთავის წყლის" დირექტორის მოადგილემ, თემურ ჯანელიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, წყლის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად 1 საათში დაიწყება და 00:00 საათზე უკვე ყველა აბონენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
"სამუშაოების გართულებამ გამოიწვია ცოტა ვადების გადაწევა", - აღნიშნა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, უკვე 2 დღეა, გაგარინის ქუჩაზე არსებულ წყალსადენის ქსელს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. სწორედ აღნშნული ქსელის ავარიულმა დაზიანებამ გამოწვია რუსთავში წყალმომარაგების 2 დღიანი წყვეტა.