ხანძარი რუსთავში

2022-08-26 18:38:21

რუსთავში, მელიქიშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ ფარეხში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი, სასწრაფო დახმარებისა და სამართალდამცავთა ეკიპაჟები.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები