რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 19 სექტემბერს განახლდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანება” ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდება პირველ და მერვე ბაღში.
"რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 19 სექტემბერს დაიწყება.
სააღმზრდელო პროცესი დაიწყება ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალში, გარდა პირველი და მერვე ბაღისა, სადაც მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
19 სექტემბერს აღსაზრდელებს პირველად მიიღებს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 150 ბავშვზე გათვლილი #44 საბავშვო ბაღი",- ნათქვამია განცხადებაში.