რუსთავში რეაბილიტაცია კიდევ ერთ სკვერს ჩაუტარდება

2022-08-23 20:11:07

რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ სკევრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

როგორც ტენდერიდან ირკვევა, ამ ფართობზე უნდა მოეწყოს: საფეხმავლო ბილიკები დაწნეხილი ბეტონის ფილებით, საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, სპორტული მოედანი სავარჯიშო ტრენაჟორებით და მინისტადიონი. არსებული ფანჩატურები უნდა ჩანაცვლდეს ახალი დეკორატიული კეთილმოწყობილი ფანჩატურებით, გაზონებში შეიტანონ ნაყოფიერი მიწა და დაიგება საბაღე გაზონი (ბელტი). დაირგვება დეკორატიული ხემცენარეები, 13- პაულონია, 105 ირმის რქა, 125 ტუია, 90 ალვის ხე, ასევე სკვერში გრანელის ქუჩიდან ასასვლელი საფეხმავლო ბილიკი არის ციცაბო აღმართზე, ზამთრის პირობებში ფეხით მოსიარულეთათვის სახიფათოა ამ ბილიკით სარგებლობა. ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის საჭიროა მოეწყოს კიბეები და საფეხმავლო ბილიკი მონოლითური ბეტონის ფილით.

სკვერის მოსაწყობად ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 1 688 134 ლარია გამოყოფილი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები