კორონავირუსით ინფიცირებიდან 2 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად იზრდება დემენციის, ფსიქოზისა და გონების დაბინდვის სინდრომის რისკები.
ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი დაავადების ნევროლოგიური და ფსიქიატრიული ეფექტების შესახებ ჩატარებულ პირველ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"კორონავირუსი მნიშვნელოვნად ზრდის დემენციის, ფსიქოზისა და გონების დაბინდვის სინდრომის (კოგნიტური დეფიციტის) განვითარების რისკს ინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ“,- ნათქვამია კვლევაში
კვლევის თანახმად, გრძელვადიანი ეფექტები ნაკლებად ვლინდება ბავშვებში, თუმცა, ამ კატეგორიაში, ინფექცია ეპილეფსიის რისკს აორმაგებს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორი წლის წინ ინფიცირებული 1.25 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერები გააანალიზეს.