დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კითხვის საპასუხოდ, ხომ არ იძლევა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მინიმალური შეზღუდვების შემოღების აუცილებლობას, აცხადებს, რომ ახლა მოქალქეების მხრიდან ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღების დრო დგას.
"კორონასთან ერთად უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლება, იგივეა ბევრ ქვეყანაშიც. გასაგებია, რომ ადამიანები დაიღალნენ რეგულაციებისგან, აქ ლაპარაკი არ არის შეზღუდვაზე, შეზღუდვა ერთია, რეგულაცია მეორე.
კორონავირუსის შემოსვლიდან ორი წელი გავიდა, ყველამ ვნახეთ მისგან გამოწვეული სამწუხარო შედეგები, აქედან გამომდინარე ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ახლა არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღების დრო, ვისაც აქვს მაღალი რისკი, იმას ვურჩევთ, ატარონ ნიღაბი, დანარჩენი ადამიანის გადასაწყვეტია. ქვეყანაში ყველა ეტაპზე კეთდებოდა ის, რაც იმ ეტაპისთვის უნდა გაკეთებულიყო. მთავარი არის ის, რომ საავადმყოფოებზე დატვირთვა დღესაც არ არის.
შეზღუდვები და რეგულაციები მაშინ წესდება, როცა გადაიტვირთება სამედიცინო სექტორი, როცა ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გაჭირდება. საბედნიეროდ, ასეთი პროგნოზი, ჯერჯერობით, ნამდვილად არა გვაქვს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე", - აცხადებს იმნაძე.
ამის შესახებ იმნაძემ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა