"არის მედიკამენტი, რომელიც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს"

2022-07-11 12:45:19

ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევები ნამდვილად იმატებს - სიტუაცია სრულად მართვადია, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია, თუ საჭირო იქნება ჰოსპიტლები პაციენტებს მიიღებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, შემთხვევების მატების მიუხედავად, ინფიცირებულების უმრავლესობა ამბულატორიულ პირობებში მკურნალობს.

"ბოლო პერიოდში შემთხვევები ნამდვილად იმატებს, თუმცა, შემთხვევების მატების მიუხედავად, ინფიცირებულთა უმრავლესობა რჩება ამბულატორიულ პირობებში, სადაც ყველა პირობაა, რომ ოჯახის ექიმმა მართოს პაციენტის მდგომარეობა.

არის მედიკამენტი "პაქსლოვიდი", რომელიც გამოყენება პირველი 5 დღის ვადაშია შესაძლებელი. ეს კარგად მოქმედებს იმ კუთხით, რომ ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და არასასურველი გამოსავლის რისკს. სიტუაცია სრულად მართვადია, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია, თუ საჭირო იქნება ჰოსპიტლები პაციენტებს მიიღებენ",- აღნიშნავს გაბუნია.

ავტორი

გიორგი ჩომახაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები