თურქეთში, მარდინის პროვინციაში მომხდარ ავარიას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 29 ადამიანი.
თურქული მედიის ცნობით, ავარია მარდინის პროვინციაში მოხდა.
ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და ამოტრიალდა. მოგვიანებით, საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა.
დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.