რუსთავში 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის და შევჩენკოს ქუჩებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.
ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4 078 748 ლარი გამოყო.
როგორც ტენდერიდან ირკვევა აღნიშნულ ქუჩებზე იგეგმება გზის, ტროტუარების და სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე მოეწყობა გაზონი, გარე განათება და სარწყავი სისტემა.