ძველ რუსთავში კოსტავას, ჭავჭავაძის, ბათუმის, ქაშაკაშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე, მოქალაქეების თქმით, ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობა.
"ინფო რუსთავს" ამ ქუჩებზე მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და განუცხადა, რომ საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გამძაფრებული სუნი იგრძნეს. მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე სამაშველო სამსახური და საპოლიციო ეკიპაჟები გამოიძახეს, ქუჩებზე მობილიზებულები იყვნენ "სოკარ ჯორჯია გაზის" თანამშრომლებიც.
როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზში" განუცხადეს, გამოძახებებზე მისულ თანამშრომლების გაზის გაჟოვნა არ დახვდათ.
"ეს არაა გაზის სუნი. გადავამოწმეთ საიდანაც მოდის სუნი, ბიჭებიც მიდიან გაზანალიზატორებით და გაჟონვას ადგილი არ აქვს. ვერ გეტყვით საიდან მოდის სუნი. ამას წინათ იყო ზეთის სახდელი ქარხანა მუშაობდა და იმათ გამოეშვათ, ჭყონდიდელის დასახლება, კოსტავა, ისევ ამ რაიონებზე იყო სუნი. როგორც ასეთი, სპეციფიური ოდორანტი, რომელიც გაზის სუნს დაწერს, ეს არაა მომატებული. ამოწმებენ ჩვენები და აკონტროლებენ. რომელიღაცა საწარმოა, თითს ვერ დავადებ რომელია",- აცხადებენ კომპანიაში.