1 გარდაცვლილი და 7 დაშავებული

2022-08-16 14:49:28

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისთან მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 7 კი დაშავდა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის დროს დაშავებული 7 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები