კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

2022-08-16 12:03:28

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი 15-21 აგვისტოს პერიოდში მოსალოდნელი მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს.

"ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ამბროზიას (Ambrosia) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.

ყვავილობა დაიწყო ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარმა ავშანმა (Artemisia), მიმდინარე კვირის განმავლობაში დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.

ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

ერთეული სახით დაფიქსირდება: ჯვაროსნების (Brassicaceae), მრავალძარღვას (Plantago), ჭინჭრის (Urtica) და მჟაუნას (Rumex) მტვრის მარცვლებიც.

საშუალო ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ნაცარქათამას (Chenopodium) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება", - წერს ექიმი.