არადეკლარირებული ოქრო

2022-08-15 15:09:40

სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ლ.ვ.-ს, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა -  259,25  გრამი) გამოვლინდა.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ  23 768,03 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.