ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქში მერის წარმომადგენელმა, ნიკა კიკნაძემ განუცხადა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე პირი დაშავდა.
"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.