ბუნებრივი აირის სუნი რუსთავის ქუჩებში

2022-08-13 23:21:44

ძველ რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე, მოქალაქეების თქმით, ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა.

"ინფო რუსთავს" ათამდე მოქალაქე დაუკავშირდა და განუცხადა, რომ დღის მეორე ნახევარში, საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გამძაფრებული სუნი იგრძნეს. მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე სამაშველო სამსახური და საპოლიციო ეკიპაჟები გამოიძახეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ამის გამომწვევი მიზეზი. ფაქტთან დაკავშირებით კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზს" დავუკავშირდით, სადაც განგვიცხადეს, რომ აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები