ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, ცემენტმზიდს შეეჯახა.
შემთხვევის დროს ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე დაშავებული მძიმე მდგომარეობაში ჯერ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ორი დღის წინ თურქეთში გადაიყვანეს.
სამწუხაროდ მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.