შრომის ინსპექციამ 14 კოვიდმიმღები კლინიკა დააჯარიმა. როგორც გავრცელებულ ინფორმაიაშია ნათქვამი, სამედიცინო დაწესებულებებმა პირველ ჯერზე შემოწმების შემდეგ მიღებული რეკომენდაციებიც არ გაითავლისწინეს, შესაბამისად, მათ ფინანსური სანქციები დაეკისრათ. საუბარია სახელმწიფოს მიერ გაცემულ ფულად დანამატზე, რომელიც პერსონალს არ აუღია.
კოვიდ19-ის მართვაში ჩართული იმ კლინიკების სია, რომლებიც დაჯარიმდნენ, ასე გამოიყურება:
შპს "მედალფა" - ლანჩხუთის კლინიკა;
შპს "მედალფა" - ოზურგეთის კლინიკა;
შპს "მედალფა" - ჩოხატაურის კლინიკა;
შპს "მედალფა" - კასპის კლინიკა;
შპს "ოპტიმალ-მედი";
შპს "ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა";
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა";
შპს "ვიტამედი";
აიიპ "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტი ჰოსპიტალი";
სს "ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი";
შპს "ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია";
შპს "ჯეო-ჰოსპიტალსი მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი";
შპს "ალიანს მედი" - ქარელის კლინიკა;
შპს "'მედ ჯორჯია" კლინიკური საავადმყოფო.
კლინიკების ნაწილში ამბობენ, რომ შესაძლოა, არსებობდეს ცალკეული შემთხვევები, სადაც მედპერსონალმა თანხა დანაკლისით აიღო, თუმცა დროის გარკვეულ პერიოდში, ანგარიშსწორება აუცილებლად მოხდება.
რაც შეეხება ქვემო ქართლში არსებულ კლინიკას, "ჯეო ჰოსპიტალსის" გენერალური დირექტორის, ზურაბ ქიტოშვილის თქმით, ადგილი აქვს კომუნიკაციის ნაკლებობას.
"ვთვლით, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა ან რაღაც გაუგებრობა იყო მარნეულის შემთხვევა. ყველა თანხა სრული ოდენობით და იმაზე მეტი, ჯეო ჰოსპიტალსის ქსელმა გაანაწილა", - ამბობს ქიტოშვილი.