მაისის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 254 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.
აცრილთა შორის 92 არასრულწლოვანი, 15 წლამდე პირია.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენების უმრავლესობა, 233 შემთხვევა, მოშინაურებული ცხოველების მხრიდანაა.
ჯანგულაშვილის ცნობით, დაკბენებს შორის 177 პატრონიანი ძაღლის ნაკბენია, 10 მოხეტიალე. ასევე დაფიქსირდა 62 პატრონიანი და 10 უპატრონო კატის ნაკბენიც.
ანტირაბიულ განყოფილებას გასულ თვეში მიმართეს 1 ცხენი ფიქსირდება 2 კურდღლის ნაკბენითაც.
მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.