რუსთაველი აბიტურიენტის წერილი

2022-08-11 12:20:23

"ამ პერიოდს არა გამოცდების სირთულე, არამედ თქვენ - მშობლები, მასწავლებლები, ახლობლები და ნათესავები ქმნით რთულ და სტრესულს. თითოეულ სიტყვას დაუფიქრდით და შვილს, მეგობარს თუ მოსწავლეს გვერდით დაუდექით", - ამის შესახებ რუსთაველი აბიტურიენტი ნიკა შუბითიძე ღია წერილში წერს.

"ინფო რუსთავი" აბიტურიენტის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ბევრჯერ და ბევრგან მომისმენია, რომ აბიტურიენტებს საწუწუნო წესით არ უნდა გვქონდეს, რადგან სტუდენტობისას ჩასაბარებელ უამრავ გამოცდას აბიტურიენტის 3-4 საგანი ვერ შეედრება. მეორე მხრივ, იმ ბევრის თქმით, აღნიშნული სამიოდე გამოცდა თურმე საკმაოდ ბევრს ნიშნავს და ეროვნულებზე მიღებული ქულები, ასე თუ ისე, ჩვენს ცოდნას წონის. (ბევრი ამბობს საპირისპიროს, მაგრამ, ძირითადად, დამწუხრებული აბიტურიენტების დასამშვიდებლად).

ქვეყნდება ქულები. მშობლები, მასწავლებლები ერთმანეთში ცვლიან თავიანთი შვილების, მოსწავლეების მიერ დადებულ შედეგებს. ერთმანეთს აჯიბრებენ, თითქოს და ავტორბოლა ანდა დოღი ჰქონდეთ.

სტუდენტი აბიტურიენტებს: ამით შეგიძლიათ მიაღწიოთ ისეთ ცხოვრებას, როგორსაც უნივერსიტეტი ან მოგცემთ - ან არა და უფრო არა

- მა, მათემატიკაში 28 ქულა ავიღე
- კარგი რა, ერთი წელი ამ შედეგისთვის მოგამზადე?!

თქვენ ხომ არ იცით რა დგას ამ ქულის უკან. თქვენთვის ხომ არ არის მნიშვნელოვანი ამ აბიტურიენტის ემოციური მდგომარეობა.

წინ გიდგას მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, შორეული ახლობლები და მათი ახლობლები. არ გაქვს უფლება, რომელიმე მათგანს იმედი გაუცრუო. შენ 1 წელი ემზადებოდი, ან მეტიც. საგნებზე რომ გევლო, ფულის გადახდა მოუწიათ შენ მშობლებს და უფლება არ გაქვს, ვერ ჩააბარო ანდა გრანტი ვერ აიღო.

- ნინოს გოგო ფიზიკაში ჩაიჭრა, სირცხვილი, 1 წელი რას აკეთებდა?! ჩემს შვილს რომ იგივე გაეკეთებინა სირცხვილით გარეთ თავს ვერ გამოვყოფდი.

ამ ერთი, საშინელი წლის გავლა თქვენი აზრით არ არის სტრესული და მართლა არ გვაქვს არაფერზე საწუწუნო?!

ამ პერიოდს არა გამოცდების სირთულე, არამედ თქვენ, მშობლები, მასწავლებლები, ახლობლები და ნათესავები ქმნით რთულს და სტრესულს. თითოეულ სიტყვას დაუფიქრდით და თქვენს შვილს, მეგობარს თუ მოსწავლეს გვერდით დაუდექით. მათთან ურთიერთობა ისწავლეთ და იამაყეთ იმით, რაც თქვენმა ახლობელმა აბიტურიენტმა შეძლო. იმ ქულის უკან, naec-ის გვერდს რომ ამშვენებს, დიდი ისტორიაა.

თქვენი ამგვარი დამოკიდებულებით, ჩვენ, აბიტურიენტებს გვაფიქრებინებთ, რომ ეს შრომა ფუჭი და ამაო იყო. რა თქმა უნდა, მასე არ არის! რადგან მე და შენ იმაზე მეტი ვართ, ვიდრე ეს ქულებია!".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები