საბერძნეთის ქალაქ კალითეაში სახლის ძარცვის დროს 3 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კალითეაში, სოკრატოსის ქუჩაზე მდებარე სახლის მეპატრონემ შეიტყო, რომ მისი ბინა გატეხეს და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა ბინის ერთ-ერთ ოთახში მიმალული 42, 37 და 32 წლის ქართველები შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
პოლიციამ აბაზანაში სამკაულებითა და თანხით სავსე ყუთი იპოვა, რომლის სახლიდან წაღებასაც დამნაშავეები ცდილობდნენ. საქმის წინასწარი გამოძიება კალითეას პოლიციამ დაიწყო.