საკრებულოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს. არქიტექტურის სამსახურმა რამდენიმე პროექტი წარადგინა რისი დამტკიცებაც შემდეგში მოითხოვა. მოდებაძის ქუჩაზე (XVII მკრ-რაიონის გასწვრივ) აშენდება 4 სართულიანი კომპლექსი რომელიც იქნება ავეჯის სალონი, შენობას ექნება საკუთარი ეზო და პარკინგი. ასევე მოდებაძის ქუჩაზე (XIX მკრ-რაიონში გასწვრივ) მიწის მესაკუთრეს დართეს ნება რომ მან ააშენოს კერძო, 2 სართულიანი სახლები. საცხოვრებელი სახლების აშენება იგეგმება თბილისის ქუჩის ბოლოშიც. საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს და გადაწყდა რომ ლომოურის ქუჩაზე, VIIა მკრ-რაიონის გასწვრივ აშენდება 19 სართულიანი საცხოვრებელი და სასტუმროს ტიპის შენობა. აღნიშნული ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" ჯერ კიდევ 7 ივლისს გაავრცელა, დეტალები შეგიძლიათ ნახოთ აქ.