რუსთავში ყველაზე მაღალი სასტუმრო და საცხოვრებელი კორპუსი აშენდება (ფოტოები)

2017-07-07 11:29:34

უახლოეს მომავალში ლომოურის ქუჩაზე, რესტორან „თამადას“ სიახლოვეს რუსთავში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. პროექტზე მომუშავე არქიტექტორის განცხადებით, შენობა 19 სართულიანი იქნება და გარდა საცხოვრებელი ბინებისა, ობიექტში სასტუმროს ნომრები, კომერციული და საოფისე ფართები განთავსდება. ათვისებული იქნება კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაც, სადაც იგეგმეგა 2 სართულიანი მიწისქვეშა პარკინგის, მოედნებისა და სკვერის მოწყობა. ობიექტის მშენებლობა გეოლოგების მიერ დადებული დასკვნის შემდეგ დაიწყება. გეოლოგების მიერ შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში ტერისტორიაზე 19 სართულიანი შენობა აშენდება, იმ შემთხვევაში კი თუ გარკვეული პრობლემები იარსებებს მაღალ სართულიანი ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ლომოურის ქუჩაზე 9 სართულიანი კორპუსი განთავსდება. 

ქართველმა ინვესტორებმა პროექტის განხორციელებისთვის 4 მილიონი დოლარი ჩადეს. ერთი კვადრატული მეტრის ფასი 400-დან 500 დოლარამდე იმერყევებს.