2022-08-09 22:51:38
ზესტაფონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავარიის დროს ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.