ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.
12 წლის ბიჭი მიღებული ტრავმებით ადგილზე გარდაიცვალა.