რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 42 წლის მორის როპიაკის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და წყალში მიმდინარეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში საბანაოდ იყო შესული.
გარდაცვლილს მეუღლე და 4 შვილი ჰყავდა.