რუსთავში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

2022-08-08 21:20:39

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე კაცს დაეჯხა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. როგორც"ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება გამოკვლევები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავთა ეკიპაჟიც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები