წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ26-კმ42 მონაკვეთზე, მდინარეების ადიდებამ გამოიწვია სავალი ნაწილის ჩაკეტვა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ამავე საავტომობილო გზის კმ12-კმ26 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია