რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ბე-ემ-ვეს" მარკის ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის შუაგამყოფ ზოლზე ავარდა.
შემთხვევის დროს 2 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაშავებულებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ.
კლინიკაში ამ დრომდე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.