პოლიციამ თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით“, -აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარედ არის გადაღებული და სადაც 2 პირის სექსუალური ხასიათის ქცევაა ასახული