მტკვარში ქალი დაიხრჩო

2022-08-06 19:27:31

ქალი, რომელიც თბილისში მდინარე მტკვარში ჩავარდა, გარდაიცვალა.

მაშველებმა მდინარეში ჩავარდნილი ქალის ამოყვანა შეძლეს, მას პირველადი სამედიცინო დახმარებაც უტარდებოდა.

თუმცა როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფოს ქალი გარდაცვლილი დახვდა.