რუსთავში შემოსასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს [photo]

2022-08-06 17:36:05

რუსთავში ცენტრალური შემოსასვლელისა და სამი მთავარი მოედნის, თამარ მეფის სახელობის, ჟიული შარტავას სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უკვე მოხდა ძველი მოედნების დემონტაჟი და ძველი გზის საფარი აყრა.

პროექტის ფარგლებში, რომლისთვისაც ადგილობრივივ ბიუჯეტიდან 4 256 988 ლარია გამოყოფილი,  შემოსასვლელში მოხდება არსებული ყრილების მოსწორება, მკვეთრად ჩავარდნილი ზედაპირის ამოვსება, ნაყოფიერი მიწისა და გაზონის შეტანა, მიწის ქანობებზე ჯეობადეს (GEOweb) მოწყობა, ხე-მცენარეების დარგვა, რომელთა შორისაცაა 108 ცალი ირმის რქა, 196 ბროწეული, 1000 გაშლილი კვიპაროსი, 55 კედარი, 27 არიზონა, 115 ალვის ხე, 140 ლიგუსტრუმი, 73 ოქროსფერი მხედარი (გოლდრაიდერი), ასევე მოეწყობა დეკორატიული გაბიონები.

რაც მთავარია, შემოსასვლელში გაკეთდება ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მარმარილოსა და კირქვის ნაფხვენის ნარევით დამზადებულ ასოების კომპლექტი. მოეწყობა სარწყავი სისტემაც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები