მდინარე მტკვარში ქალი ჩავარდა

2022-08-06 17:03:03

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქალი მდინარე მტკვარში ჩავარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა წყლიდან ქალი უკვე ამოიყვანეს.

შუა ხნის ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება.