ქობულეთში ზღვაში 21 წლის ბიჭი დაიხრჩო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაში მეგობრებთან ერთად შევიდა, ცურვის შემდეგ ორი ბიჭი ნაპირზე გამოვიდა, თუმცა მესამე ისევ ზღვაში დარჩა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რამდენიმე წუთში ბიჭი ზღვაში გაუჩინარდა.
გაუჩინარებიდან მალევე ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს.