გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება დაასრულა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" შედეგების გამოქვეყნების პარალელურად შემოგთავაზათ მაღალქულიანი რუსთაველი აბიტურიენტების სია ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმიასა და ისტორიაში.
შეგროვებული მონაცემების მიხედვით გამოვყავით TOP 5 სკოლა რუსთავში, სადაც ყველაზე მეტი მაღალი შეფასება დაიწერა.
სკოლებს შორის ყველაზე მეტი მაღალი ქულით მე-4 სკოლა ლიდერობს. საერთო ჯამში ამ სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა საგანში 115 მაღალი შეფასება მიიღეს, რომლებიც ასე ნაწილდება:
ქართულში - 47 მაღალი ქულა
ისტორია - 15 მაღალი ქულა
უცხო ენა - 50 მაღალი ქულა
მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია - 3 მაღალი ქულა.
მაღალი შეფასებებით მე-2 ადგილზეა მე-2 საჯარო სკოლა, სადაც 83 მაღალი ქულა დაიწერა.
ქართული - 32 მაღალი ქულა
ისტორია - 10 მაღალი ქულა
უცხო ენა - 36 მაღალი ქულა
მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია - 5 მაღალი ქულა
მე-3 ადგილზე 42-42 მაღალი შეფასებით არიან მე-7 და 22-ე საჯარო სკოლები.
მე-7 საჯარო სკოლა
ქართული - 19 მაღალი ქულა
ისტორია - 4 მაღალი ქულა
უცხო ენა - 19 მაღალი ქულა
22-ე საჯარო სკოლა
ქართული - 19 მაღალი ქულა
ისტორია - 6 მაღალი ქულა
უცხო ენა - 15 მაღალი ქულა
ქიმია - 2 მაღალი ქულა
მე-4 ადგილზეა 24-ე საჯარო სკოლა 36 მაღალი ქულით
ქართული - 12 მაღალი ქულა
ისტორია - 4 მაღალი ქულა
უცხო ენა - 19 მაღალი ქულა
ბიოლოგია - 1 მაღალი ქულა
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მადლობას უხდის ყველა სკოლის წარმომადგენელს, რომლებმაც შედეგების მიწოდების პროცესში ითანამშრომლა.