ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

2022-08-05 21:51:22

ამირან გამყრელიძე თანადებობას ტოვებს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ღირსეულად ტოვებს თანამდებობას და ეს კავშირში არ არის პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ამის შესახებ მინისტრმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

აზარაშვილის განმარტებით, ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას.

"გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზსს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“,- აღნიშნავს მინისტრი