სროლა კლინიკაში

2022-08-05 18:41:42

ცოტა ხნის წინ სროლა იყო დიღომში, კანის და ვენეროლოგიურ დაავადებათა დისპანსერში.

წინასწარი ინფორმაციით, ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა, რომელსაც ახლა ოპერაცია უტარდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.